პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.
ძიძიგური საარჩევნო სისტემის ცვლილებას პოზიტიურად აფასებს.
"ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" მუდმივად ამბობს, რომ რაღაცაზე შევთანხმდით, რაღაცაზე ვერ შევთანხმდით. მე ამ კამათში არანაირი მონაწილეობა არც თავიდან არ მიმიღია და არც ახლა ვაპირებ მონაწილეობის მიღებას.
საკონსტიტუციო ცვლილება შემოდის. მიმაჩნია, რომ ეს არის პოზიტიური ცვლილება და ამას "კონსერვატორები" მხარს დავუჭერთ," - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ქვეყნის საარჩევნო მომავალი კვლავ გაურკვევლია. მიმდინარე კვირაში კი, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა უნდა დაიწყოს. ცვლილებების მხარდასაჭერად ოპოზიციას საკუთარი პირობა აქვს, მმართველი გუნდი კი პროცესის დასრულებას ივნისის ბოლოს გეგმავს.