18 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
დამოუკიდებელი დეპუტატები 8 მარტის შეთანხმების მონაწილე ყველა მხარეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ

დამოუკიდებელი დეპუტატები 8 მარტის შეთანხმების მონაწილე ყველა მხარეს, შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ, თავად კი საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას აპირებენ.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" პრინციპულად უნდა მიიღოს მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში.

"დამოუკიდებელი დეპუტატების, ფრაქციისა და ფრაქციის გარეთ დარჩენილი დეპუტატების ერთობლიობა ქმნის დაახლოებით 118-120 კაცს ჯამში. ეს კი ძალიან დიდი რისკია, რომ კიდევ ერთხელ ჩავარდეს, რაც ყველას პასუხისმგებლობა იქნება. მე ვფიქრობ, უფრო გონივრული იქნება, როგორც არ უნდა დასრულდეს, მცირე შეთანხმების შესრულება.

"ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" მაინც უნდა შემოვიდნენ და პრინციპულად მიიღონ ამ საკითხის გადაწყვეტილებაში მონაწილეობა,"- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დღის ამბები