18 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
ყველა თავმოყვარე ქვეყანა ზუსტად ისე მოიქცეოდა, როგორც მოიქცა საქართველო - კახა კალაძე უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებზე გამოწვევის შესახებ

უკრაინიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციებზე გამოწვევას დედაქალაქის მერი ეხმაურება. კახა კალაძის განცხადებით, მსგავს სიტუაციაში ყველა თავმოყვარე ერი თბილისის მსგავსად მოიქცეოდა.

თეიმურაზ შარაშენიძე ჯერჯერობით თბილისში რჩება და უცნობია, როდის გააგრძელებს ის საკუთარ საქმიანობას. კონსულტაციების პირველი ეტაპი დასრულდა.  

"ყველა თავმოყვარე ქვეყანა მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა საქართველო. უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მათი მხრიდან მიღებული კონკრეტული ადამიანის დანიშვნასთან დაკავშირებით, არ აქვს მნიშვნელობა ეს მაღალი თანამდებობაა თუ მოგონილი თანამდებობა, ადამიანი, რომელსაც საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ მისჯილი აქვს და არის დამნაშავე უბრალოდ, მინიმუმ უხერხულობას უნდა უქმნიდეს ჩვენს მეგობარ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს," - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა, 8 მაისს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახეს.  

დღის ამბები