18 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
საქართველო "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ ცდილობდა, მაქსიმალურად გამიჯვნოდა უკრაინასთან მიმართებით რუსეთის კრიტიკას - ბაკურ კვაშილავა

უკრაინაში საქართველოს ელჩის კონსულტაციებზე დაბარებას ექსპერტები აფასებენ. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი ბაკურ კვაშილავა აცხადებს, რომ 2013 წლის შემდეგ, საქართველო მაქსიმალურად ცდილობდა უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის კრიტიკას გამიჯვნოდა.    

"შემხვედრ ნაბიჯებში რა იგულისხმება - ერთადერთი, რაც შეიძლება აზრად მოგვივიდეს არის, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ დაინიშნოს ან მოიხსნას იმ თანამდებობიდან, რომელზეც არის. მაგრამ, მთავარი არის ის, რომ ეს მიუთითებს პრობლემებზე, რომელიც არსებობს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში და არსებობდა მანამდე, სანამ მოხდებოდა ეს დანიშვნა.

საქართველო ცდილობდა "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, მაქსიმალურად გამიჯვნოდა რუსეთის კრიტიკას და მაქსიმალურად შეეკავებინა თავი იმ მოვლენების შეფასებისგან, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში და ამას აკეთებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შეიქმნებოდა კონსენსუსი დასავლელი პარტნიორების მხრიდან," - აცხადებს ბაკურ კვაშილავა.  

დღის ამბები