საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარის დავით მესხიშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება ეკონომიკის გაჩერების ტოლფასია. მისივე თქმით, ტრანსპორტის აკრძალვით ადამიანების ნორმალურ ცხოვრებაში ხელი ეშლებათ.
"საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ აკრძალულა არსად. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ყველაზე მძლავრი იყო ვირუსის გავრცელების კერები. იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გატოლებულია პოლიციასთან, გატოლებულია სამედიცინო სამსახურთან. მისი გაჩერება არ ნიშნავს უბრალოდ ტრანსპორტის გაჩერებას, ნიშნავს ეკონომიკის გაჩერებას და ადამიანებისთვის ცხოვრების ხელშეშლას.
ამან ყველაზე მეტად სოციალურად დაუცველებს, სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახებს დაარტყა, რომელთაც არ აქვთ არანაირი საშუალება სხვა გადაადგილების,“ - განაცხადა საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა.