18 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ენმ-ის წევრებმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს  

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მთაწმინდის პანთეონში იმყოფებოდნენ. მათ ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

"საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა დგას სამ საყრდენზე - ეს არის დემოკრატია და ეს არის ჩვენი მომავალი ნატოში და ევროკავშირში.

დღეს ვიბრძვით სწორედ ამის მისაღწევად და მოვედით იმ სიმბოლურ ადგილას, სადაც განისვენებს დიდი ქართველი გმირი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ის და მრავალი სხვა პატრიოტი არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც ეყოთ გამბედაობა, რომ დაეცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მაშინ როდესაც ამისთვის ბრძოლა იყო სრულიად წარმოუდგენელი," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები