აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ოფიციალური განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო უწყებამ Twitter-ზე განათავსა.
"საუკეთესო სურვილები და გულწრფელი მილოცვა მეგობრულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. საქართველოს მეგობრულ ხალხს ძლიერ ჯანმრთელობას, წარმატებებსა და მარადიულ კეთილდღეობას ვუსურვებთ," - ნათქვამია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ Twitter გვერდზე.
დღეს 26 მაისია - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მსოფლიოს სახელმწიფოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.