საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პოლიტიკურმა მოძრაობამ ”ლელომ“ გამოფენა მოაწყო. მოძრაობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის წინ წარმოადგინეს ექსპოზიცია სახელწოდებით "26 მაისი -დამოუკიდებლობის 102 წელი".
ღონისძიებას დაესწრნენ "ლელო საქართველოსთვის" პარტიის ლიდერები.
"მინდა მოგილოცოთ ყველა ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული დღე, როდესაც საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა. სამწუხაროდ, რუსეთის პოლიტიკაში საქართველოსთან მიმართებით არაფერი არ შეცვლილა, პოლიტიკოსების იმპერიალისტური ზრახვები სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მიმართ იგივე რჩება, შესაბამისად, ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20% და ამაზე არ საუბარი დღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ თვალი დავხუჭოთ ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველ სინამდვილეზე, რომელსაც არასდროს არ უნდა შევეგუოთ,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.