18 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ბინძური მეთოდი, რომელსაც მუდმივად მიმართავენ ჩვენი ოპონენტები - გია ვოლსკი ოპოზიციის გამოხმაურებებზე აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით

"დღის კურიერის" ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აუდიტის სამსახურის მიერ გაკეთებულ დასკვნას ეხმაურება. ის არ ეთანხმება ოპოზიციის მირ გაკეთებულ განცხადებებს, რომ აღნიშნულ საკითხში კორუფციული ნიშნები იკვეთება.

ვოლსკის განცხადებით, ეს არის ოპოზიციის მხრიდან წამოსული ბრძოლის ერთგვარი ბინძური მეთოდი. გია ვოლსკი, მოუწოდებს ოპოზიციას, მაღალჩინოსნების ინტერესებთან დაკავშირებით თუ რამე ინფორმაცია გააჩნიათ, საჯაროდ გამოამჟღავნონ.

"ანგარიშს არ გავცნობილვარ, ჩემი ყურადღების მიღმა დარჩა, ალბათ ჩვენი ეკონომიკური გუნდი გაგვცემს ამაზე პასუხს. კონკრეტულად პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ ყველა თემის სკანდალურ კლასტერში გადაყვანა არასწორია და ამ თემაზე, რასაკვირველია, პასუხები არსებობს. ჯერ ერთი -  ვალიც გადახდილი იქნება და მეორე, რა კორუფციულ სქემებზე ლაპარაკობს კაპანაძე, გაუგებარია. 

კორუფციული სქემები რამდენიმე, რაც გამოვლინდა, ყველგან საკმაოდ მძაფრი და მკვეთრი რეაგირება გქონდა სახელმწიფოს, რაც მგონი, სერგი კაპანაძის ხელისუფლების პერიოდში მაინც და მაინც არ შეიმჩნეოდა.

მაღალჩინოსნების ინტერესებთან დაკავშირებით თუ რამე ინფორმაცია აქვთ გამოამჟღავნონ, გამოვიდნენ და თქვან. ვინ მაღალჩინოსნებზეა საუბარი, ან რატომ უნდა ჰქონდეს ვინმეს ინტერესი, რომ კორუფციული სქემა ჩამოაყალიბოს. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ერთგვარი ბინძური მეთოდი, რომელსაც მუდმივად მიმართავენ ჩვენი ოპონენტები," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საუბარია, 243 მილიონი ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტზე, რომელიც აუდიტის დასკვნის მიხედვით, 0%-ით შესრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აუდიტის სამსახური აქვეყნებს. უწყებამ საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. 

ოპოზიცია აღნიშნულ საკითხში კორუფციული ნიშნების არსებობაზე საუბრობს და პროკურატურას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები