18 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
გარწმუნებთ, რომ სომხეთს ძალიან ახარებს მეგობარი საქართველოს მიღწევები - ნიკოლ ფაშინიანი გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ქართველ კოლეგას გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

"მთელი გულით გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს.

100 წელზე მეტი გავიდა, რაც, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა სახელმწიფომ და ქართველმა ხალხმა გამოხატა მტკიცე ნება, აღედგინათ სახელმწიფოებრიობა და აეშენებინათ დემოკრატიული საზოგადოება. ამ ღირებულებებს საქართველო დღემდე იზიარებს და განაგრძობს თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას.

ქართულ-სომხური ურთიერთობები ღრმა პატივისცემასა და მეგობრობაზეა დამყარებული საუკუნეების განმავლობაში. გარწმუნებთ, რომ სომხეთს ძალიან ახარებს მეგობარი საქართველოს მიღწევები. სომხეთის რესპუბლიკის სახით საქართველოს სანდო მეგობარი ჰყავს.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ვაფასებ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნების ეფექტურ თანამშრომლობას, განსაკუთრებით კი აღვნიშნავ ტვირთის უწყვეტ ტრანსპორტირებას ქვეყნებს შორის და სომხეთის და მოქალაქეების დაბრუნებას სამშობლოში. დარწმუნებული ვარ, კაცობრიობისთვის ამ ურთულეს განსაცდელს მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ,“ - აღნიშნულია ფაშინიანის მილოცვის წერილში.

დღის ამბები