გიორგი გახარიას განცხადებით, 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელი იქნება წესების დაცვა, როგორიცაა პირბადის ტარება.
ამასთანავე, გახარიას განცხადებით, 1 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ბაზრობა, მათ შორის, მოლები, ღია და დახურული მაღაზიები, ღია სახის რესტორნები.
8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის რესტორანი, ასევე სასტუმროები, ოღონდ მხოლოდ ისინი, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვა ექნება. ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც.