გიორგი გახარიას განცხადებით, 1 ივნისიდან გაიხსნება ღია სახის რესტორნები.
ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
„პირველი ივნისიდან გაიხსნება ღია სივრცის მქონე რესტორნები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რესტორნები, მხოლოდ ღია სივრცეში“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.