გიორგი გახარიას განცხადებით, 8 ივნისიდან, გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში, ასევე, გაიხსნება სასტუმროებიც, ოღონდ გარკვეული პირობით. -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
"8 ივნისიდან, შემდეგი ორშაბათიდან, გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში, რაც ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედონ, იმუშაონ.
8 ივნისიდან, აგრეთვე, გაიხსნება სასტუმროები, თუმცა მხოლოდ ის სასტუმროები, რომელთაც კონკრეტულად, გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.