18 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
ბუნებრივი აირის ფასი საქართველოსთან მიმართებაში რჩება ისეთი, როგორიც ამ დრომდე იყო - "გაზპრომი"

რუსული "გაზპრომი" აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის ფასი საქართველოსთან მიმართებაში რჩება ისეთი, როგორიც ამ დრომდე იყო.

"ფასი საქართველოსთვის იქნება ისეთივე, როგორიც ადრე იყო საკონტრაქტო მოცულობის წლიური 100 %-იანი გამომუშავებისას. ამჟამად, ამ შერჩევის ვალდებულებები მკაცრად არის დაფიქსირებული," - აცხადებენ კომპანიაში.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ "გაზპრომთან" არსებული ხელშეკრულების გადახედვა ბუნებრივი აირის ფასის კლებას ემსახურება. მინისტრის განმარტებით, ფასის შემცირება დაახლოებით 15%-ს შეადგენს.

დღის ამბები