18 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
"ეს საქართველოს წარმატებით გამოწვეული რეაქციაა, რომელიც ოკუპანტ ქვეყანას ხშირად ჩვევია"-მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომლითაც ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების დაშვებას ითხოვს. მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს წარმატებით გამოწვეული რეაქციაა, რაც "ოკუპანტ ქვეყანას ხშირად ჩვევია."

"ეს არის საქართველოს წარმატებით გამოწვეული რეაქცია, რომელიც ოკუპანტ ქვეყანას ხშირად ჩვევია, მეტს ამას ვერაფერს დავაბრალებთ. ლუგარის ლაბორატორია არის მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ლაბორატორია, რომელმაც თავისი სიტყვა კოვიდინფექციასთან ბრძოლის საქმეშიც თქვა. ახლა თუ ვინმე ღიზიანდება, ოკუპანტი ქვეყნიდან თუ შიდა მტრებიდან ლუგარის ლაბირატორიაზე, ეს მათი საქმეა, თუმცა, ასეთი რეაქციები არ არის შესაბამისობაში იმ მოცემულობასთან, რაც სინამდვილეში გვაქვს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რუსეთის საგარეო უწყებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც.

დღის ამბები