საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უპასუხა სალომე სამადაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობაში ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერთა რიცხვმა იკლო. პრემიერმა აღნიშნა, რომ დეპუტატი მცდარ ინფორმაციას ავრცელებს, რადგან, გამოკითხვისას კითხვა პროვოკაციულად იყო დასმული.
"გამაკვირვა თქვენმა სიტყვებმა და დავინტერესდი, რა კვლევაზე საუბრობდით. მინდა გითხრათ, რომ, უბრალოდ, იტყუებით და გეტყვით რატომ: დავაზუსტებ, ამ კვლევაში რა კითხვაზე იყო პასუხი გაცემული: როგორ ფიქრობთ, უნდა გახდეს თუ არა საქართველო ნატოს და ევროკავშირის წევრი მაშინაც, კი თუ ეს რუსეთთან ურთიერთობას დაძაბავს და გამოიწვევს ომს". კითხვის ასეთი პროვოკაციული ფორმულირების პირობებშიც კი, მოსახლეობის 60% მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. საბედნიეროდ, არსებობს სხვა, ბევრად უფრო დამაჯერებელი კვლევებიც, სადაც საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა როგორც ნატოში გაერთიანების, ის ევროკავშირში ინტეგრაციის, 70-80%-ზე დაბლა არ ჩამოსულა,"- განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.