18 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
რელიგია არის ბეწვის ხიდი და ის წითელი ხაზი, რაზეც ხელისუფლებამ კი არა ზოგადად ქვეყანამ გაიარა - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერის თქმით, რელიგია არის ბეწვის ხიდი და ის წითელი ხაზი, რაზეც ხელისუფლებამ კი არა ზოგადად ქვეყანამ გაიარა. გიორგი გახარიას თქმით, აღდგომის დღესასწაულზე ადამიანებმა დაიჯერეს, რომ რელიგიური მრწამსის აღსრულება  გარკვეულ წესებს დაცვით განეხორციელებინათ.

"რელიგია არის ბეწვის ხიდი და ის წითელი ხაზი, რაზეც ხელისუფლებამ კი არა ზოგადად ქვეყანამ გაიარა. თქვენ, ოპოზიცია ცდილობდით, რომ ჩვენსა და ეკლესიას შორის კონფლიქტი ყოფილიყო, მაგრამ რეალურად, ადამიანმა დაიჯერა, ენდო მთავრობას და თქვა, რომ ჩემი რელიგიური მრწამსის აღსრულებისას გარკვეულ წესებს დავიცავ. მთავარი არის ის, რომ მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ამ ქვეყნისაა შეიცვალა ისე, რომ ადამიანებს მოუწოდებდა აღვასრულოთ ღვთისმსახურება მხოლოდ წესების დაცვითო. საბოლოო ჯამში მივიღეთ მსოფლიოში ქართული ეკლესიის სურათები, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეპიდემიური აფეთქება არ მივიღეთ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები