პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში "სუფთა სახლის" დახურვის მიზეზებზე ისაუბრა. გიორგი გახარიას თქმით, იმ ნომენკლატურის შეძენა, რომელიც "სუფთა სახლს" გააჩნია, სხვა მაღაზიაში იყო შესაძლებელი, ხოლო პირიქით - სხვა მაღაზიის ნომენკლატურის შეძენა "სუფთა სახლში" შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომ დაიხურა "სუფთა სახლი" 2 კვირით.
პრემიერის თქმით, ეს 2 კვირიანი მუშაობის შეზღუდვა "სუფთა სახლის" ადმინისტრაციამ გაიგო, მიიღო და არანაირი პრეტენზიები არ ჰქონია.
"ბევრმა კომპანიამ მიიღო ეს შეზღუდვები და "სუფთა სახლს“ რატომ უნდა მიეღო აგიხსნით და მიიღო კიდევაც. "სუფთა სახლის“ ხელმძღვანელობა, დამფუძნებლები არ ღელავენ „სუფთა სახლზე“ ისე, როგორც თქვენ იმიტომ, რომ მათ გაიგეს რატომ მოხდა „სუფთა სახლის“ დახურვა მაშინ და რატომ გაიხსნა მერე.
როდესაც შიდა გავრცელების სერიოზული ტემპი წავიდა, როცა 50-მდე მივედით, რომ შევაფასეთ ჯანდაცვის სისტემის და მენეჯმენტის პროცესების მართვის ხარისხი, მივხვდით, რომ გერმანიის მოდელზე ჩვენ ვერ წავიდოდით. ამიტომ წავედით, აი ასე მსხვილი ბლოკების მკვეთრად მობილობის დაგდებით.
“სუფთა სახლის“ ნომენკლატურა ადამიანს მარტივად შეუძლია იყიდოს ყველა იმ დანარჩენს სასურსათო მაღაზიაში. იმის გამო, რომ სხვაობაა ფასში "სუფთა სახლში", მართლა კარგად მომუშავე კომპანიაა, იდეალურად დალაგებული პროცესები ჰქონდათ, მაგრამ აქვთ შეზღუდული ნომენკლატურა და მუშაობენ ძირითადად შეღავათიან, დისკონტირებულ ფასზე, კოკნკრეტული მიმართულების ნომენკლატურით.
ორი კვირით ამის გაჩერებამ, უბრალოდ მე მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანი, რომლისთვისაც 10 ან 5 თეთრის ეკონომია 2 კვირის განმავლობაში იქნებოდა მოტივაცია იმისთვის, რომ ამ მაღაზიებთან ერთად „სუფთა სახლშიც" შესულიყო, რომელსაც ამასთან ერთად, უნდა ემუშავებინა მთელი თავის სასაწყობე მეურნეობა, მთელი თავისი ქსელი, მთელი თავისი სატრანსპორტო სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რომ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოდ მომზადებული ხალხი და ორგანიზაცია იყო, იმის გათვალისწინებით, რომ იგივე ნომენკლატურის შეძენა ჩემს მშობლებს შეეძლოთ გვერდზე მაღაზიაში, მაგრამ "სუფთა სახლში“ იმ გვერდზე მაღაზიის ნომენკლატურას ვერ შეიძენდნენ, ამიტომ დავხურეთ „სუფთა სახლი“ 2 კვირით. მობილობის დაგდების მიზნით, მეტი არაფრის გამო.
მერწმუნეთ, რომ ის ადამიანები, ვინც უნდა ღელავდეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ ერთი ორგანიზაციის ფინანსურ ბედზე, მათ ეს ყველაფერი გაიგეს.
ეს "სუფთა სახლი“ გახადეთ რაღაც დროშა და ამ დროშას აფრიალებთ უკვე ერთი თვეა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.