18 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
რას მოიცავს "ღია ცის შეთანხმება" რომელიც 28 წლის წინ დაიდო - აშშ ხელშეკრულებიდან გასვლას აანონსებს

კრემლი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში წლებია საერთაშორისო ხელშეკრულებების გვერდის ავლით სადამკვირვებლო მისიების ფრენას ეწინააღმდეგებოდა, ახლა 10 კილომეტრიან ზონებში ფრენების დაშვების ინიციატივით გამოდის, იმ დათქმით, რომ თვითონ მთელს საქართველოზე შეუზღუდავად იფრენს.

"ღია ცის შეთანხმება" 28 წლის წინ ხელმოწერილი დოკუმენტია, რომელიც 35 სახელმწიფოს ავალდებულებს ერთმანეთი სადამკვირვებლო მიზნებით დაუშვას საკუთარ საჰაერო სივრცეში. იდეა იმაშია, რომ ქვეყნებს ერთმანეთის იარაღის შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ და ნდობაც მეტი იყოს. თუმცა, რუსეთის ნდობა რომ საუკეთესო იდეა არასდროს ყოფილა, ამაზე დღეს თანხმდება ყველა. ისინიც, ვინც სხვა რამეებზე ვერ თანხმდებიან. ამიტომ, დღეს ოპოზიციაც იმ აზრზე იყო, რომ თბილისი რუსეთის თამაშებს არ უნდა აჰყვეს და ირიბად უკანონობას ლეგიტიმაცია არ უნდა მისცეს.

"ღია ცის" საკითხს აქტუალობა მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც პირადად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეთანხმებიდან გასვლა ნოემბრამდე დააანონსა და მიზეზებს შორის სწორედ ის დაასახელა, რომ ამ ხელშეკრულებას რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან, ასევე ყირიმთან და კალინინგრადთან დაკავშირებით არ ითვალისწინებდა. მოგვიანებით, ტრამპმაც თქვა, რომ არ სურს იმ ხელშეკრულებებით იყოს შებოჭილი, რომელსაც სხვები არღვევენ. ამ მასშტაბის მხარდაჭერა მმართველ გუნდში იმის დასტურად მიაჩნიათ, რომ საქართველო რუსეთთან მარტო არ დგას. უმრავლესობაში დღეს ხსნიდნენ, რატომ იყო 2012 წელს თბილისის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორი, რომლითაც არც საქართველო იღებს რუსეთიდან სადამკვირვებლო ფრენებს და არც თავად ახორციელებს.

ანალიტიკოსების თქმით, რუსეთმა ინიციატივა იმიტომ დააყენა, რომ სურს ისრები აშშ-ზე გადაიტანოს და "ღია ცის ხელშეკრულებაში" თავად კონსტრუქციული მოთამაშის როლი ითამაშოს. თუმცა, ექსპერტები იმაზეც აკეთებენ აქცენტს, რომ რუსეთის თამაშის წესები ნატოს წევრი სახელმწიფოებისთვის კარგადაა ცნობილი, სქემა კი გაშიფრული.

ექნება თუ არა "ღია ცას" დასასრული, ამას გეო-პოლიტიკური მოცემულობები გადაწყვეტს. 

დღის ამბები