18 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
ყველა სრულწლოვანს 1000 და ყველა არასრულწლოვანს 500 ლარი - ნიკა მელია ხელისუფლებას ენმ-ის ანტიკრიზისული გეგმის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობას შეხვდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი დუშეთში, წილკანის დევნილთა დასახლებასა და მცხეთაში იმყოფებოდა, სადაც მცხოვრები ოჯახების უმრავლესობა გაჭირვებულია.

ნიკა მელიამ ხელისუფლებას მოუწოდა, მოქალაქეების პრობლემებით დაინტერესდეს და გაითვალისწინოს "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის მიერ შეთავაზებულო ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც 18 წელს ზემოთ მოქალაქისთვის 1000 ლარიან, 18 წლამდე კი 500 ლარიან დახმარებას გულისხმობს. 

"ვინც კი კორონავირუსამდე იყო ღარიბი, დღეს გახდა ღატაკი. ამ ადამიანებს ხელისუფლება არ აღიარებს, რომ არ დაიღუპოს ეს ხალხი შიმშილით მილიარდერის პირობებში, აუცილებელია ჩვენი ინიციატივის გათვალისწინება. თუ საკუთარი თავის მტრები არ ხართ ხელისუფლებაში, ეს უნდა გააკეთოთ. ყველა სრულწლოვანს 1000 ლარი და ყველა არასრულწლოვანს 500 ლარი. გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც შემოსავალი აქვს 40 000 ლარი და ზემოთ," - აღნიშნა მელიამ.

დღის ამბები