18 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, ქვეყანაში საჯარო მოხელეების რიცხვი თითქმის ორჯერ არის გაზრდილი

ქვეყანაში საჯარო მოხელეების რიცხვი თითქმის ორჯერ არის გაზრდილი - ინფორმაციას "ევროპული საქართველო" ავრცელებს.

 პარტია ფაქტს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს. ირმა ნადირაშვილის განმარტებით, "ქართული ოცნება" საარჩევნო წლებში საჯარო მოხელეების რიცხვს მიზანმიმართულად, საკუთარი აქტივისტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ზრდის.

""ქართული ოცნება"  მიზანმიმართულად, საარჩევნო წლებში ზრდის საჯარო მოხელეების რიცხვს და ასევე ზრდის საკუთარი აქტივისტებისა და ოჯახის წევრების ხარჯზე, რადგან შემდეგ, ეს ადამიანები გამოიყენოს არჩევნებში, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 

 

დღის ამბები