პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი განცხადებით, პარლამენტში პრემიერ-მინისტრისგან გუშინ, ცინიკური ტონი ისმოდა, რაც სრულიად მიუღებელია.
სამადაშვილმა "დღის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ გუშინ გამოჩნდა რამდენად შორის არის პრემიერი და მთელი მმართველი გუნდი ქართველი ხალხის პრობლემებისგან.
"ვფიქრობ, რომ ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა პრემიერ მინისტრის გამოსვლა პარლამენტში. პირველ რიგში გამოჩნდა ის, როგორ არის მოწყვეტილ პრემიერ მინისტრიც და უმრავლესობის გუნდიც რეალობას ჩვენს ქვეყანაში, როგორ არის მოწყვეტილი რიგითი ქართველ მოქალაქის საჭიროებებს და მათ წინაშე მდგარ პრობლემებს, იმიტომ რომ ის ტონი, რა ტონშიც გუშინ წარიმართა განხილვა, რომელიც იყო ღლიცინის, დაცინვის, ცინიკური პასუხები პრემიერ მინისტრის მხრიდან იყო სრულიად მიუღებელი. იმიტომ, რომ ქვეყანა არის უმძიმესი კრიზისის წინაშე, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა ფაქტიურად არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. ამ ფონზე, ის გარემო, რომელიც შედგა პარლამენტში განხილვის დროს, იყო შეურაცხყოფა საქართველოს თითოეული მოქალაქის, “ -განაცხადა სალომე სამადაშვილმა
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე მთავრობის მიერ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციას აფასებს და კორუფციულ სქემას ხედავს.
"ის სქემა, რომელიც წარმოადგინა პრემიერის მრჩეველმა სამშენებლო სექტორთან დაკავშირებული გეგმა, არის რეალურად, ძალიან მარტივად დალაგებული, კორუფციულ სქემა, როდესაც ერთი ხელით ხელისუფლება იღებს ჯიბიდან ფულს და საკუთარ ჯიბეში დებს, მეორე მხრივ. სწორედ ამ ქართული ჯიგრული მიდგომით, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ეძახის კორუფციას, სამშენებლო სექტორი დღეს მონოპოლიზურებულია ბატონ კახი კალაძესთან დაკავშირებული კამპანიების მიერ და ეს სექტორი არის შესაბამისად გადანაწილებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის და რა თქმა უნდა, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მათი საკუთარი ბიზნესი გადარჩეს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.