18 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
ნინო ბურჯანაძე ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის სოციალურ ნაწილს აკრიტიკებს

ნინო ბურჯანაძე ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის სოციალურ ნაწილს აკრიტიკებს.

მისი თქმით, ადამიანებს კრიზისის დროს დახმარება არ გაეწიათ, ასევე არ გრძელდება შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე, რაც სახელმწიფოს არაეფექტურ მუშაობას უკავშირდება.

"სამწუხაროდ, მთელი ამ კრიზისის განმავლობაში, ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ განაცხადა ამის თაობაზე, არაერთხელ ისაუბრა ხან 2 მილიარდზე, ხან 3 მილიარდზე და ა.შ., ჯერჯერობით, პრაქტიკულად არც ერთი თეთრის დახმარება არ გასცა იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ეს დახმარება ძალიან სჭირდებათ. ამავე დროს, მოვისმინეთ, რომ თურმე კომუნალური გადასახადების შეღავათებიც ასევე არ გაგრძელდება," - აცხადებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

დღის ამბები