18 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
სამშენებლო დარგის არგაჩერება სადაც 120 ათასი ადამიანია დასაქმებული, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას - კახა კალაძე

სამშენებლო სფერო არის მეოთხე სექტორი, რომელთან დაკავშირებითაც მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. გეგმის მიხედვით იპოთეკური სესხების აღება უფრო ხელმისაწვდომი ხდება. მთავრობის გადაწყვეტილებით COVID-19-ის გამო შექმილი კრიზისისას სამშენებლო სექტორის სტიმულირებისათვის, სახელმწიფო სუბსიდირებას მოახდენს. მომხმარებლისთვის საპროცენტო განაკვეთი 4 %-ით შემცირდება და საშუალოდ 7 %-ს შეადგენს. სუბსიდია შეეხება 200 000-ს ლარამდე სესხებს და გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში.

დედაქალაქის მერის შეფასებით, მთავრობის გეგმა ხელს შეუწყობს სამშენებლო სფეროს, რომ კრიზისის მძიმე შედეგები აიცილოს თავიდან. კახა კალაძის თქმით, ამ დარგის არგაჩერება და პირიქით წინსვლა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას:

"სამშენებლო და დეველოპერულ სექტორს ეს წაადგება და ხელს შეუწყობს, რომ არ მივიღოთ იგივე შედეგი, რაც 2008 წლის ომის და კრიზისის მერე მოხდა ამ დარგში. მივიღეთ ძალიან ბევრი დაზარალებული, გაუბედურებული ოჯახი. შესაბამისად ეს ყველაფერი რომ ავიცილოთ თავიდან, ეს პროგრამა ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას. 120 ათასი ადამიანია დასაქმებული დაახლოებით სამშენებლო და დეველოპერული მიმართულებით. ამ დარგის არგაჩერება და პირიქით წინსვლა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას," - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ეს გეგმა მოიცავს როგორც სამშენებლო სექტორის ასევე მოქალაქეების მხარდაჭერასაც:

"ერთის მხრივ ეს არის სექტორის მხარდაჭერა და მეორეს მხრივ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა, რაც შეეხება სესხების გარანტირებას ან თანადაფინანსებას ეს პროგრამა აძლევს საშუალებას პირველ რიგში ჩვენს მოქალაქეებს უფრო ნაკლები საპროცენტო ხარჯი გადაიხადონ. ჭარბვალიანობაზე კი არ ვსაუბრობთ, პირიქით სესხების პორტფელის გაჯანსაღებაზე, უფრო მეტი სესხის ლარში სტიმულირებაზე და გარდა ამისა აძლევს საშუალებას, მოქალაქესაც რომ თავისი საჭიროება დაიკმაყოფილოს ასევე დეველოპმენტსაც, რომ გაყიდვები არ შეუმცირდეთ," - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები