18 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
"ცესკომ დაიწყო თავისი ბნელი საქმეების კეთება და "ქართული ოცნებისათვის" კოჭების გაგორება -ენმ ცესკოს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს

"ნაციონალური მოძრაობა" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიკერძოებულობაში ადანაშაულებს. ლევან ბეჟაშვილის თქმით, რეგლამენტში შედის ცვლილება, რომელიც კომისიის საქმიანობაში, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ჩართულობას ამცირებს და მათთვის სხდომებზე დასწრება აღარ იქნება სავალდებულო.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ცვლილებები არ არის პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეთანხმებული. ამ საკითხზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს მსჯელობენ.

"ცესკომ დაიწყო თავისი ბნელი საქმეების კეთება და "ქართული ოცნებისათვის" კოჭების გაგორება. მათ განზრახული აქვთ რეგლამენტში ცვლილებები შეიტანონ. კომისიის წევრებს ჰქონდათ ვალდებულება დასწრებოდნენ კომისიის სხდომებს, ახლა კი მათ ეს უფლება მოეხსნებათ და საუბნო კომისიის წევრებს თავისუფლად შეუძლიათ ისე იმოქმედონ როგორც მათ უნდათ არჩევნების პერიოდში. ჩვენ ვითხოვთ ამ პროექტის განხილვის გადადებას და ყველა პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან დებულებაზე შეთანხმებას და მხოლოდ ამის შემდეგ მიღებას," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი. 

 

დღის ამბები