საქართველომ კიდევ ერთ დონორთან გააფორმა შეთანხმება ფინანსური დახმარების მიღების შესახებ. დღეს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას 90 მილიონი ევროს მიღების თაობაზე.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა, კლაუს ფაიგელმა.
აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს საბიუჯეტო მხარდაჭერას და მიიმართება COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად.
აღსანიშნავია, რომ KFW-სთან ხელმოწერილი ხელშეკრულება, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.