18 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
სასტუმროები და განთავსების ობიექტები მუშაობის განახლებას ნებართვას ინსპექტირების გავლის შემთხვევაში მიიღებენ - რეგულაციები ტურისტულ სექტორში

უკვე შემუშავებულია რეგულაციები, რომელიც ტურიზმის გახსნის შემდეგ იმოქმედებს. ცნობილია, რომ სასტუმროები და განთავსების ობიექტები მუშაობის განახლების ნებართვას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც ინსპექტირებას გაივლიან. სარესტორნო ბიზნესის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალური დისტანციის დაცვას. რეგულაციები შეეხება ტურისტულ ტრანსპორტსაც.

"მთავარია რომ რეგულაციები არ ყოფილიყო რთულად აღსასრულებელი კერძო სექტორისთვის, მაგრამ რაც მთავარია, ყოფილიყო გარანტი იმ სოციალური დისტანციის და ნებისმიერი სხვა მიმართულების, რომელიც პირველ რიგში უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. რაც შეეხება ტურისტულ ტრანსპორტს, მაქსიმალურად მორგებულია იმ მოთხოვნაზე, რომელიც იყო. ეს იქნება სოციალური დისტანცირება, ჩვენ შეგვიძლია უხეშად ეს შევაჯამოთ ეს, როგორც 50%-ის ათვისება სატრანსპორტო საშუალებაში," - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის თქმით, მუშაობის ნებართვას ობიექტები შრომის ინსპექციის შესაბამისი ინსპექტორების მიერ შემოწმების შემდეგ მიიღებენ:

"ეს არის სპეციალური პრევენციული ღონისძიებები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ამა თუ იმ ტურისტულმა და სასტუმრო სექტორმა იმისთვის, რომ მუშაობის ნებართვა მიიღოს. ნებართვები მიენიჭებათ სასტუმროებს შრომის ინსპექციის შესაბამისი ინსპექტორების შემოწმების შედეგად. კვების ობიექტების, ასევე აუზების მიმართულებით განსაზღვრული არის შესაბამისი წესით, დისტანციის დაცვით, სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით პრევენციული ღონისძიებები," - განაცხადა ბექა ფერაძემ.

 

დღის ამბები