საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. მთავრობის მეთაური პარლამენტში კანონმდებლების წინაშე ამჯერად ინტერპელაციის წესით, ოპოზიციის მოთხოვნით არის მისული.
როგორც უკვე ცნობილია, ოპონენტების მთავარი კითხვები ისევ ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმას შეეხება.
შეგახსენებთ, პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტში 2 დღის წინ სამი თვის ანგარიში წარადგინა, პლენარული სხდომა 11 საათს გაგრძელდა.
გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში მისვლა უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ, ივნისის თვეში მოუწევს, რასაც რეგლამენტი ითვალისწინებს.