აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ოფიციალური მონაცემებით, 4 თვის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -3.6%-ს შეადგენს.
2020 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლების ტენდენცია თითქმის ყველა სექტორში გამოვლინდა. ზრდა დაფიქსირდა მხოლოდ სამთო მრეწველობის დარგში.
"განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობის შემცირება მშენებლობის, ვაჭრობის დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, სასტუმროების და რესტორნების, უძრავი ქონების ოპერაციების, ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორებში," - განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.