18 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
გახარია მოწყვეტილია რეალობას, ერთი თეთრის დახმარება არ მიუღია არც ერთ ოჯახს - ნიკა მელია

"მან რომ აღიაროს რეალობა, ჩათვალეთ, რომ 2 დღეში ეს ადამიანი არ იქნება პრემიერი," - ამის შესახებ  ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ პრემიერ-მინისტრის დღევანდელ გამოსვლაზე  "ღამის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.

ნიკა მელიას შეფასებით, არც ერთ ოჯახს საქართველოში მთავრობისგან დამხარება არ მიუღია.

"მე საერთოდ სხვა რეალობას ვხედავ, იმაზე მძიმე რეალობას, ვიდრე ეს კორონავირუსამდე იყო. მე ვფიქრობ, რომ ხალხი სოლიდარული იქნება ამ ჩემს ნათქვამთან. აბსოლუტურად მოწყვეტილია ბატონი გახარია რეალობასთან. თუმცა, გულის სიღრმეში იცის, რომ მისი ტერმინები, რომელსაც ავითარებს, არ არის დამაჯერებელი. მეოთხე თვე დაიწყო და არ დაწყებულა არანაირი სახის დახმარების გაცემა მოსახლეობისთვის. ეს არის უდავო ფაქტი და დღეს ბატონმა გახარიამ ბრძანა, რომ დავიწყეთო. ერთი თეთრის დახმარება არ მიუღია არც ერთ ოჯახს. არც ერთი ოჯახი არ მინახავს, ვისაც დახმარება მიუღია. 840 000 თვითდასაქმებულია, აქედან ბატონი გახარია ესაუბრება მხოლოდ 240 000 ადამიანს," - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები