შეკითხვაზე - იქნება თუ არა სააკაშვილი აქტიურად ჩართული 2020 წელს, პარტიის გადაწყვეტილებებში, ნიკა მელია ამბობს, რომ დიდი დოზით ვერ მოახერხებს ჩართვას, თუმცა პროცესებისგან დისტანცირებულ არ იქნება.
"იმ დოზით, ბუნებრივია ვერ იქნება, ადამიანს აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა დაკისრებული უკრაინაში, რომელიც არის ათჯერ უფრო დიდი სახელმწიფო როგორც მოსახლეობის თვალსაზრისით, ასევე ტერიტორიულადაც. ვერ იქნება იმ დოზით. ბუნებრივია, სააკაშვილი არც უნდა იყოს დისტანცირებული მთლიანად პროცესებისგან, მაგრამ ყოველდღიურ ქართულ პოლიტიკაში იგი არ და ვერ იქნება,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
რაც შეეხება პარტიის გადაწყვეტილებას სანდრა რულოვსის კანდიდატურის დაყენებაზე ზუგდიდის მერად, მისი თქმით, ეს, რულოვსის სურვილი იყო.
"სანდრა რულოვსმა ბოლოს გამოთქვა სურვილი და მე, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ ვიყავი", - განაცხადა მელიამ.