18 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
2008 წელს, როდესაც ანალოგიური მდგომარეობა იყო ქვეყანაში, არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავთ ამ პოლიტიკურ პარტიებს - ირაკლი კობახიძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე "ღამის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ 2008 წელს, როდესაც ქვეყანაში კრიზისული პერიოდი შეიქმნა, ხელისუფლება მოქალაქეებს არ დახმარებია.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ოპონენტები სპეკულირებენ, როდესაც აცხადებენ, რომ დღევანდელი მმართველი ძალა არის ერთადერთი ხელისუფლება, ვინც არ დაეხმარა მოსახლეობას კრიზისის დროს.

"საზოგადოება არის ერთიანი გარდა მცირე სეგმენტისა, რომელიც მიაკუთვნებს საკუთარ თავს რადიკალურ ოპოზიციას და არიან მათი გულმხურვალე ქომაგები. საზოგადოება აღიქვამს აბსოლუტურად ყველაფერს. დღეს ძალიან ბევრი ტყუილი და დემაგოგია მოვისმინეთ, მათ შორის ამ ნაწილშიც. ტყუილი უკვე არ ვიცი რა ხარისხში ადის და რა სახეს იძენს. ისიც კი ითქვა, რომ ერთადერთია ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც არცერთი თეთრი არ გაუღია მოქალაქეებისა და ბიზნესის სასარგებლოდ. ყველამ იცის, ეს არის ტყუილი, 3 მილიარდი არის გადადებული იმისათვის, რომ სახელმწიფო დაეხმაროს მოქალაქეებს. 2008 წელს, როდესაც იყო ანალოგიური მდგომარეობა ქვეყანაში, არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს მაშინ ამ პოლიტიკურ პარტიებს. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა, როდესაც ხელისუფლებამ ჯერ დაამობილიზა 3 მილიარდი და ხარჯვა არის უკვე დაწყებული,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები