18 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
"ეს არ არის შეურაცხმყოფელი ტერმინი" - რას ნიშნავს ირაკლი კობახიძისთვის სიტყვა "გოიმი"

თქვენ პოლიტიკურ ლექსიკონში შემოიტანეთ სიტყვა "გოიმი" - ეს ახალი პოლიტიკური საზომია? - "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" წამყვანის კითხვაზე  განაცხადა, რომ ეს მისი აზრით, შეურაცხმყოფელი ტერმინი არ არის და ის უბრალოდ ფაქტის შეფასებაა, რომელიც  უპრინციპობას უფრო ნიშნავს. 

"ეს არის საზომი, რა თქმა უნდა, და გოიმი ჩემთვის ნიშნავს უპრინციპობას. როდესაც კონკრეტულ პოლიტიკოსს ერთ დღეს სისტემის ჯალათს უწოდებ და მეორე დღეს მას საკუთარ ოფისში  ხელს უწევ, როგორც გმირს. ეს "გოიმობისა" და უპრინციპობის უმაღლესი მწვერვალია. ეს არ არის შეურაცხმყოფელი ტერმინი, ეს არის ფაქტის კონსტატაცია. შეურაცხმყოფელია ოპოზიციის მიერ ხშირად გამოყენებული ეპითეტი - კლოუნი, რომელიც არ არის შეფასება- ეს შეურაცხყოფაა. 

ამ შემთხვევაში "გოიმობა" არის იმ სურათის ამსახველი ტერმინი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში. ეს გახლავთ პრინციპების სრული უგულვებელყოფაა

როდესაც ერთ დღეს ამბობ, რომ გაჟრიალებს რუსეთზე და მეორე დღეს, რუსეთში მოსიარულე პოლიტიკოსთან ერთად ზიხარ მაგიდასთან, სწორედ ეს გახლავთ გოიმობა, ანუ უპრინციპობა. ისინი საზოგადოებას ეგოიმება და სწორედ ამიტომ დავიდა მათი რეიტინგი 3 და 12%-მდე,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

477 000 057-მა ადამიანმა ამოირჩია ის ადამიანები, ვისაც ახლა თქვენ "გოიმს" ეძახით, ამით, თქვენ ამომრჩეველსაც აყენებთ შეურაცხყოფას ისევე, როგორც ისინი, ვინც კლოუნს გეძახით - მიმართა წამყვანმა ირაკლი კობახიძეს. 

"ქართული ოცნების" წევრმა კი აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ამომრჩეველი არაფერ შუაშია. 

"დიახ, ეს იყო თავის დროზე, თუმცა ვხედავთ, რომ ეს მხარდაჭერა აღარ არსებობს. რა შუაშია ამ შემთხვევაში ამომრჩეველი. როდესაც, მაგალითად, გიგა ბოკერია იყენებს შეურაცხმყოფელ ტერმინს, ის ამ დროს თავის თავს აყენებს შეურაცხყოფას, მაგრამ როდესაც საუბარია ფაქტის კონსტატაციაზე, მაშინ, ეს არ არის შეურაცხყოფა,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები