საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სენატორი რიში მოითხოვდა, რომ არ დაეჭირათ არც ერთი პოლიტიკოსი ენმ-დან. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.
"პოლიტპატიმარი ტერმინი არ გაჩენილა, ტერმინი პოლტპატიმარი იქნა გამოყენებული რამდნიმე პოლიტიკოსის მხრიდან, რიში 2012 წლიდან მოგვიწოდებდა, რომ არ დაგვეჭირა არც ერთი პოლიტიკოსი "ნაციონალური მოძრაობიდან," მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იყო კრიმინალური რეჟიმის შემოქმედი. დღეს ნიკა მელიას მხრიდან მოვისმინეთ ტოტალური აღიარება იმისა, სასამართლო ხელისუფლება იყო აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატი. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიმინალური რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული. ნიკა მელიამ დღეს აღიარა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იყო კრიმინალური. სენატორი რიში მოითხოვდა რომ ეს კრიმინალები არ დაგვეჭირა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სენატორი რიში ასევე მოითხოვდა, რომ სასამართლო სისტემაში საკადრო ცვლილებები არ განხორციელებულიყო.
როგორც კობახიძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას აღნიშნა, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ორი მოცემულობა არსებობდა.
"რაც შეეხება მოხელეებს და რიგით მოსამართლეებს, რომლებიც მოქმედებდნენ იმ სისტემაში, ისინი იყვნენ დავალების შემსრულებლები. სასამართლოსთან დაკავშირებით, უნდა მიღებულიყო ორიდან ერთი გადაწყვეტილება - ან მთლიანად უნდა განხორიციელებულიყო წმინდა სასამართლოში, ან უნდა დაგვეტოვებინა ის კორპუსი, ოღონდ შინაარსობრივად უნდა შეგვეცვალა სასამართლო სისტემა. მაშინ, სენატორი რიში და სხვები, არასამათავრობოები საუბრობდნენ იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორიციელებულიყო სასამართლოში რაიმე ტიპის საკადრო გადაადგილებები. შესაბამისად, მივიღეთ ის მოცემულობა, რაც მივიღეთ. ზუსტად ის ადამიანები, ვინც აკრტიკებენ ამ მოცემულობას, რაც მათ არ მოსწონთ, მათ მოითხოვეს ამ მოცემულობის დატოვება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.