18 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
"ბორდერიზაცია" ქმნის დესტაბილიზაციის რისკს და სირთულეებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის - საფრანგეთის ელჩი საქართველოში

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი, 28 მაისს გამართულ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომას "ტვიტერის" პირად გვერდზე ეხმიანება, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს.

დიეგო კოლასის თქმით, საფრანგეთს სურს, დაადასტუროს თავისი პოზიცია საქართველოს ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე "ბორდერიზაციის" წინააღმდეგ.

"ეუთო-ს მუდმივ საბჭოში გუშინ გამართული განხილვების გათვალისწინებით, საფრანგეთს სურს, დაადასტუროს თავისი პოზიცია საქართველოს ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე "ბორდერიზაციის" წინააღმდეგ, რაც დესტაბილიზაციის რისკსა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სირთულეებს ქმნის," – წერს დიეგო კოლასი "ტვიტერში".

დღის ამბები