18 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
ნათია თურნავამ საფრანგეთის ელჩთან ერთად ქუთაისში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე საწარმოები მოინახულა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, საფრანგეთის ელჩთან ერთად, ქუთაისში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე საწარმოები მოინახულა.

მინისტრი საწარმოების საქმიანობას გაეცნო. მისი განცხადებით, საწარმოების მუშაობა ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ფრანგული საერთაშორისო ჯგუფის Groupe Atlantic-ის შვილობილმა კომპანიამ, "ატლანტიკ საქართველომ", რომელიც წყლის ელექტროგამათბობლებს აწარმოებს, საქართველოში საქმიანობა 2017 წელს დაიწყო.  
 
ინვესტირებულმა კაპიტალმა 2017 წელს, 47,113,020 ლარი, ხოლო 2018-ში - 26,227,437 ლარი შეადგინა.  

ამ ეტაპზე საწარმოში 135 ადამიანია დასაქმებული და აღსანიშნავია, რომ  კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პერიოდში, ახალი პროექტების განსახორციელებლად კომპანიამ 23 ახალი თანამშრომელი დაიმატა.

დღის ამბები