ორი ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით, პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილ ვადებში, აუცილებელ დოკუმენტაციას ვერ წარადგენთ, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.
რეგისტრაციისთვის ბოლო შანსი კი გექნებათ ოცი აგვისტოდან ათი სექტემბრის ჩათვლით. მეოთხე ეტაპზე, გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ, ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეებს დაარეგისტრირებენ, რომლებიც წინა ეტაპებზე ვერ დაფიქსირდნენ, ან რეგისტრაციის შეცვლა სურთ.
"რეგისტრაცია ელექტრონულად განხორციელდება განათლების მართვის სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამის შემდეგ, მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით, სკოლაში სავალდებულო დოკუმენტი წარადგინონ ელექტრონულად, ან მატერიალური სახით. ასევე, მოვუწოდებ მშობლებს რომ ეს პერიოდი თავიანთი შვილების დასარეგისტრირებისთვის გამოიყენონ,"- აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე.