18 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
როგორ გადანაწილდება გაერთიანებული ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში - მათი ნაწილი შეთანხმდა, რომ ერთმანეთის კონკურენტები არ იქნებიან

როგორ გადანაწილდება გაერთიანებული ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში - ოპოზიციური პარტიები კონსულტაციის რეჟიმში არიან და ერთიან სტრატეგიას ივნისის ბოლოს წარმოადგენენ.

ოპოზიციის დიდი ნაწილი შეთანხმდა იმაზე, რომ ერთმანეთის კონკურენტები ერთ ოლქში არ იქნებიან. ლიდერები, არჩევნებში გამარჯვებისთვის პროპორციული სიითაც იბრძოლებენ. თუმცა, ამ შემთხვევაში, ბრძოლის სხვა, ღია წესები მოქმედებს.

რა სტრატეგიით წარდგენა არჩევნებზე ოპოზიცია ამის შესახებ თავად ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ.

"დიდი ალბათობით, მე თბილისის რომელიმე რაიონში ვიქნები.სადაც საერთო გუნდური გადაწყვეტილება იქნება იქ წავალ. ეს ყველაფერი ივნისის ბოლოსკენ უკვე გარკვეული იქნება. ოპოზიციიდან ზოგი მაჟორიტარული კუთხით ითანამშრომლებს, ზოგი კი საარჩევნო გაყალბების პრევენციის კუთხით. მთავარია ის, რომ ჩვენ ძალიან სწორი ხედვა და სტრატეგია გვაქვს, რითაც ჩვენ გამარჯვებას მივაღწევთ,"- აცხადებს "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

ზაალ უდუმაშვილი კი არ გამორიცხავს, რომ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო ოპოზიციური კანდიდატები იყვნენ წარმოდგენილები ან კონკრეტულ ოლქებში რამდენიმე კანდიდატი იყოს.

"შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის შეთანხმება, მაგალითად ის, რომ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო ოპოზიციური კანდიდატები იყვნენ წარმოდგენილები, ასევე, არ არის გამორიცხული რომ კონკრეტულ ოლქებში იყოს რამდენიმე კანდიდატი. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ სტრატეგიაზე შევჩერდებით ჩვენ,"-  აღნიშნავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.

რაც შეეხება პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" პოზიციას, პარტიაში ამბობენ, რომ მათი გადაწყვეტილება კოლეგების ქმედებებზეა დამოკიდებული. 

"ჩვენ ბუნებით მაჟორიტარი ხალხი არ ვართ, მაინც ძირითადად პროპორციული არჩევნების იმედი გვაქვს. ჯერ დავაკვირდებით, როგორ იქცევიან ჩვენი კოლეგები და არიან თუ არა მეგობრულები და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას,"- განაცხადა ახალი პოლიტიკური ცენტრი - "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

 

 

დღის ამბები