18 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო, დისტანციურ განხილვებს იწყებს

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო, დისტანციურ განხილვებს იწყებს.

დეტალებს დეპუტატები მოსახლეობას მიმდინარე კვირას საზოგადოებრივი მაუწყებლების დახმარებით გააცნობენ. უპასუხებენ გამოგზავნილ შეკითხვებს. ოპოზიციისგან განსხვავებით, უმრავლესობა პროცესის დასაწყებად მზად არის.

ხელისუფლების ოპონენტები კი კიდევ ერთხელ ახსენებენ მმართველ გუნდს, რომ თუ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს, 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად ვერ ჩაითვლება, შესაბამისად, მათი მხარდაჭერა საპარლამენტო კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება.

"შეწყვიტოს ახლა ეს თამაში ხელისუფლებამ. დროზე გამოუშვას გიორგი რურუა და ჩავერთვებით ამ პროცესში და შემდეგ მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველამ კარგად იცის, რომ არ მივიღებთ მონაწილოებას ამ პროცესში", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სახალხო განხილვები ტელეკომუნიკაციის საშუალებით ჩატარდება. საზოგადოებრივი არხის მეშვეობით მოქალაქეებს კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცემათ.

რაც შეეხება გიორგი რურუას გათავისუფლებას, მაჭარაშვილი ამბობს, რომ დარწმუნებულია, საზოგადოება საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დააყენებს.

საერთო სახალხო განხილვების დასრულების შემდეგ 21 ივნისიდან პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს. საბოლოო კენჭისყრა კონსტიტუციაში ცვლილებების ჩატარების შესახებ საკანონმდებლო ორგანოში 29 ივნისს უნდა ჩატარდეს.

 

ავტორი: ქეთი რაზმაძე

დღის ამბები