18 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
არავითარი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების, ერთსა და იმავე მდინარეში არ შედიან სამჯერ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ერვონული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში დაბურნების სურვილი არ აქვს და პოლიტიკა მისთვის განვლილი გზაა.

"არ ვიცი, რამდენად იცით ჩემი ბიოგრაფია. მე პოლიტიკაში ვიყავი, 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე, როდესაც დავტოვე პოსტი. მეორედ ამის შემოთავაზება იყო 2012 წელს. მე არ გიმალავთ ჩემს ასაკს, 69 წლის ვარ. ჩემთვის ეს ყველაფერი განვლილი გზაა, დამთავრებულია ჩემი ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი.

ვცდილობ, ჩემი გამოცდილებით, ჩემი ცოდნით გამოვადგე ქვეყანას იმ ადგილზე, სადაც დღეს ვარ. მაქვს ძალიან ბევრი გეგმა, ძალიან კარგი ახალგაზრდები იზრდებიან ჩვენთან და ვაძლევ მათ საშუალებას, რომ მეტად გაიზარდონ. ხომ ხედავთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჰქონია თურმე სერიოზული მნიშვნელობა ამ ტიპის გამოწვევებთან ბრძოლაში, იქნება ეს ჰეპატიტი, თუ სხვა კიდევ ბევრი დიდი გამოწვევა. მგონი, ძალიან კარგ ადგილზე ვარ, არავითარი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების. ერთსა და იმავე მდინარეში არ შედიან სამჯერ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები