18 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
ბექა ლილუაშვილი - ვირუსზე გამარჯვება არ იქნება წარმატებული, თუ ქვეყნის ეკონომიკას გამოუსწორებელი ზიანი მივაყენეთ

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ვირუსზე გამარჯვება არ იქნება წარმატებული, თუ ქვეყნის ეკონომიკას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მოქალაქეებმა დაიცვან ელემენტარული წესები, აგრეთვე, ბიზნესმა დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები გასცემენ.

"გეგმის ნაწილია გახსნაც, ბუნებრივია, და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, აგრეთვე, ის ვალდებულებები, რა პასუხისმგებლობებიც უნდა გაიზიაროს თითოეულმა მოქალაქემ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა. ეს არის ის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ, რომ ეპიდემიასთან ბრძოლა დასრულებული არაა, ესაა გლობალური გამოწვევა და მანამ, სანამ გლობალურად ეს ბრძოლა მიმდინარეობს, მიმდინარეობს ჩვენთანაც. შესაბამისად, უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავიზღვიოთ საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკებისგან, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გამოვიყენოთ პირბადე და ა.შ. ბიზნესის ვალდებულებაა ის, რომ დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის შესაბამისი უწყებები, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ყველა ის რისკი, რაც შეიძლება არსებობდეს ეპიდემიის და ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით,"- აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

დღის ამბები