18 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
ეს არის ის ცვლილებები, რომელიც სჭირდება ოპოზიციას - თეა წულუკიანი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვები იწყება - 4 ივნისს, 22:30 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით განხილვა თბილისში შედგება. ამის შემდეგ საკითხის განხილვა უკვე მოსახლეობასთან ბათუმში იგეგმება, თუმცა როდის, ჯერ უცნობია.

რეგლამენტის მიხედვით კი აუცილებელია, განხილვაში მონაწილე პირები აჭარაში ჩავიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონშიც შეხვედრა მოსახლეობასთან დისტანციურად გაიმართება. პროცესის დაწყებამდე დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განმხილველი კომისია შეიკრიბა, რომლის შემადგენლობაშიც უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად დამოუკიდებელი დეპუტატებიც არიან.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, თუ ოპოზიცია ამ ცვლილებებს ხმას არ მისცემს, ეს იქნება მხოლოდ საბაბი რეფორმის ჩასაშლელად.

"უმრავლესობა ერთხმად უყრის ამ ცვლილებებს კენჭს. ეს არის ცვლილებები, რომელიც ჩვენ არ გვჭირდება. ეს არის ცვლილებები, რომელიც სჭირდება ოპოზიციას და შეთანხმებისამებრ ჩვენ ამ ცვლილებებს გავატარებთ. თუ ოპოზიცია, ვგულისხმობ ერთ ან მეტ კონკრეტულ ძალას, რომელიც ამბობს კვლავ, რომ 8 მარტის შეთანხმება არ სრულდებაო, არ მისცემს ხმას ამ ცვლილებებს, ეს იქნება მხოლოდ საბაბი იმისა, რომ ჩაშალონ ეს რეფორმა, რომელიც რეალურად მათივე მოთხოვნით და ინიციატივით ტარდება," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიზეზი იმისა, რომ ოპოზიცია არ აპირებს ხმა მისცენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, არის მათი 3%-იანი პოლიტიკური პარტიები. ირაკლი კობახიძის თქმითვე, აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ მათთვის არჩევნებმა აზრი დაკარგა.

"ლოგიკურია, რომ ისინი არ ესწრებოდნენ დღევანდელ შეხვედრას. ისინი, როგორც ვიცი, არ აპირებენ ასევე საორგანიზაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, ასევე აცხადებენ, რომ ხმას არ მისცემენ ამ ცვლილებებს. რურუა არის საბაბი. მიზეზი არის ის, რომ ისინი არჩევნებში ვერ ხედავენ აზრს გამომდინარე იქიდან, რომ ერთი არის 12%-იანი პარტია, მეორე არის 3%-იანი პოლიტიკური პარტია. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, მათთვის აზრი დაკარგა არჩევნებმა და ეს არის მიზეზი იმისა, რომ ეძებენ ახალ საბაბს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები