2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი იწყება. რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელდება.
ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, მშობლებს შვილების დარეგისტრირება სპეციალურ საიტზე 5 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ.
"იწყება საყოველთაო რეგისტრაციის მესამე ეტაპი 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით. ვისაც ექვსი წელი შეუსრულდა ყველა მშობელს შეუძლია დაარეგისტრიროს ბავშვი. საბუთების მიღება შესაძლებელია 5 ივლისამდე,"- განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.