18 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
სამომავლო გეგმების შესათანხმებლად "ძალა ერთობაშიას" წევრმა პარტიებმა დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გამართეს

სამომავლო გეგმების შესათანხმებლად "ძალა ერთობაშიას" წევრმა პარტიებმა დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გამართეს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ამჯერად "ნაციონალურმა მოძრაობამ" უმასპინძლა. შეხვედრაზე არჩევნებთან დაკავშირებულ სტრატეგიაზე ისაუბრეს. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მაჟორიტარებზე შესათანხმებლად მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩასატარებელი.

"ჩვენ უკვე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა საარჩევნო პროცესზე. არჩევნებამდე 5 თვეა, ამიტომ ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. შესათანხმებელია უამრავი საკითხი, მათ შორის მაჟორიტარების თემა, როგორც გაერთიანებული ოპოზიცია - "ძალა ერთობაშიას" ფორმატში, ასევე იმ დიდ ფორმატში, რომელიც "ლეიბორისტების" ოფისში მიმდინარეობს," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. მისივე თქმით, არჩევნების სისტემაზე და ფორმაზე მალე შეთანხმება ოპოზიციის ინტერესშია.

"ძალა ერთობაშიას" გაერთიანებაში შემავალი "ეროვნულ-დემოკატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ გაერთიანება არჩევნებზე გამარჯვებისთვის და პირველი ადგილისთვის იბრძოლებს:

"ყველა ფრონტზე, ყველა ადგილზე "ძალა ერთობაშია" იბრძოლებს მხოლოდ გამარჯვებისთვის და პირველი ადგილისთვის," - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

დღის ამბები