18 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
კანდიდატურა პრემიერობაზე გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში არ დამიყენებია - გიორგი ვაშაძე

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ბრიფინგი გამართა. ახალი საქართველოს ლიდერი განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში არ დაუყენებია და ეს მხოლოდ გარკვეული პოლიტიკოსების პირადი მოსაზრებები იყო.

არჩევნების შემდეგ, გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ, რამდენიმე კვირის წინ თაკო ჩარკვიანმა ისაუბრა.

"ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი კულუალური გადაწყვეტილებების და მომხრე ვიყავი საჯაროობის აბსოლუტურად ყველა საკითხთან. გამიკვირდა ეს რადიკალური განცხადებები. ჯერ პრემიერობაზე გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში არ დამიყენებია კანდიდატურა ხალხო. ეს იყოს ადამიანების გარკვეული მოსაზრებები. ყველა მინდა დავამშვიდო, რომ ასეთი განცხადებებით, ჩვენს ერთიანობაში ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეიტანს დისონანსს,"- განაცხადა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. 

დღის ამბები