"თავისუფალი დემოკრატების" აღმასრულებელი მდივანმა ლევან სამუშიამ "დღის კურიერის" ეთერში მმართველი გუნდის პოლიტიკური ველიდან "გასტუმრებაზე" ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია, ოპოზიციურმა ძალებმა ერთობლივად შეძლონ "ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაყენება.
როგორც ლევან სამუშიამ აღნიშნა, შესაძლოა, ოპოზიციური პარტიები საერთო კანდიდატებზე ვერ შეჯერდნენ, თუმცა მათი უმრავლესობა ერთმანეთს მხარს უჭერს.
"მეორე ტურში ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მხარი უნდა დავუჭიროთ იმ კანდიდატს, რომელიც მეორე ტურში გადავა. თუ გვინდა ამ ხელისუფლების გაცილება და გასტუმრება პოლიტიკური ველიდან, რომელსაც პირდაპირ პუტინთან მიჰყავს საქართველო, ეს ნაბიჯი აუცილებელია. თუ საერთო კანდიდატებზე ვერ მოხერხდება შეჯერება, ამაზე მაინც უნდა შევჯერდეთ, რომ მეორე ტურში გასულ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი,"- განაცხადა ლევან სამუშიამ "დღის კურიერის" ეთერში.
ლევან სამუშია აცხადებს, რომ მეორე ტურში მისი გუნდი პრიორიტეტს მიანიჭებს პროდასავლურ პარტიებს, რომელიც პუტინის იდეოლოგიისაკენ არ მიმართავს საქართველოს.