რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა დისტანციურად, საგანგებო მდგომარეობის დროსაც უნდა ჩატარებულიყო.
დავით ბერძენიშვილი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება.
"საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა უკვე დამთავრებულიც კი უნდა იყოს. კორონაჟამიანობა ამას ხელს არ უშლიდა. უბრალოდ არაკვალიფიციურობა გამოამჟღავნა საპარლამენტო უმრავლესობამ, კონსიტუტუციის მამებად, რომ თვლიან თავს. გასული ვიქნებოდით ახლა უკვე კენჭისყრებზე. ხანდახან სიჩქარეში კვალიფიკაცია ავიწყდებათ ხოლმე.
რაც შეეხება მაჟორიტარების შესაძლო სრულ ან ნაწილობრივ შეთანხმებას ოპოზიციურ პარტიებს შორის, ერთი ვითარება იყო, როდესაც 73 მაჟორიტარული ოლქი იყო, მაშინ მე ვიყავი პირადად ინიციატორი ბორჯომში 8 პარტიულ შეხვედრაზე, ადაც შევთავაზე, რომ დაახლოებით 25 ოლქი,ა ნუ 1/3 მაინც ოლქებისა და თბილისში მეტწილად, რომ ყოფილიყო შეთანხმებები. ეს იძლეოდა საშუალებას, რომ ყველაზე ძლიერ პარტიას ექნებოდა შესაძლებლობა, შეთანხმებულ ოლქების ნაწილში ჰყოლოდა კანდიდატი და ასევე სხვა ოლქებში. ასევე სუსტ პარტიებს ექნებოდათ შესაძლებლობა შეთანხმებულ ოლქებშიც გასვლის მაღალი ალბათობით ჰყოლოდათ თითოოროლა კანდიდატი. საშუალო პარტიებს 5-6 კანდიდატი.
ახლა პროპორციული სისტემით ირჩევა 120 და იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ამჯერად მაინც შევა ძალაში," - აღნიშნა ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში ოპოზიციონერებმა ერთმანეთს მხარი დაუჭირონ.
"რესპუბლიკელები ვამჯობინებდით, რომ ბოლომდე ყოფილიყო მოძებნილი საშუალებები, რომ ოლქების 2/3-ში შეთანხმებები იქნებ მოხერხებულიყო. თუმცა მოლოდინი გვქონდა, რომ ამის ალბათობა იყო დაბალი. "ლელო" ერთადერთი არ არის, ვინც ამას ამბობს, ბევრი სხვა პარტიის წარმომადგენელიც იტყვის. მე ვფიქრობ, რომ ლელომ ამ განცხადებით, ბევრ პარტიას მოუხსნა ტვირთი, ეს ღალატი არ არის. როდესაც მომცრო პარტიას ეუბნება მთელი გაერთიანებული ოპოზიცია, რომ ერთი ან მაქსიმუმ 2 მაჟორიტარი შენი იყოს, ყველა მხარს დაგიჭერს და 28-29 ოლქში შენ მონაწილეობა არ მიიღო, ეს იმას ნიშნავს, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემაც კი აქვს სუსტ პარტიას, არათუ მანდატების რაოდენობის გაზრდის. მეორე მხრივ, ჩვენ არც გარანტირებული გვქონდა გამარჯვება ყველა კანდიდატიც კი რომ ყოფილიყო შეთანხმებული დაა რც ახლა აქვს ხელისუფლებას გამარჯვება გარანტირებული. მთავარი და უმნიშვნელოვანესი არის მეორე ტურებში ოპოზიციონერების მიერ ერთმანეთის მხარდაჭერა. ძალიან კარგია, რომ ლელომ თქვენს არხს უთხრა პირველმა რომ მეორე ტურის შემთხვევაში ის სხვას დაუჭერს სხვა ოპოზიციურ კანდიდატებს.
სახელისუფლებო ძალასთან დაპირისპირებული ნებისმიერი მაჟორიტარი კანდიდატი, პროდასავლური ორიენტაციის ნებისმიერი პარტიიდან იქნება მხარდაჭერილი. დამოკიდებულებები ამა, თუ იმ მაჟორიტარი კანდიდატის მიმართ იქნება იმის მიხედვით, როგორი იქნება ამ პარტიასთან დამოკიდებულება. არ ველოდები მეორე ტურში რომელიმე ისეთი პარტიის კანდიდატს, ვისი მხარდამჭერების ზედა ზღვარი 20-25%-ზე ნაკლებია. ოპოზიციაში პროდასავლური ელექტორატი განუზომლად მეტია, ვიდრე პრორუსული.
ჩვენ ძალიან კორექტული ურთიერთობა გვაქვს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან. ასევე ნაციონალურ მოძრაობასთან და ევროპულ საქართველოსთანაც. ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მოსწყინდა ერთმანეთთან ძიძგილაობა.
მე ვვარაუდობ, რომ ძალიან სასარგებლო იქნება ესა თუ ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ძალიან კონკურენტუნარიანი ოპოზიციაში, თუ ჩაატარებს გამოკითხვებს, საიდანაც გამოჩნდება მისი ნომრით, რომელი კანდიდატის კენჭისყრა იქნებოდა უფრო მომგებიანი. ვინ იქნება ჩვენგან მაჟორიატორიბის კანდიდატი ჯერ არ ვიცით. მე არ გამოვრიცხავ რომელიმე რესპუბლიკელი იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი," - განაცხადა ბერძენიშვილმა
2 დღეში ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საყოველთაო სახალხო განხილვა იწყება. კორონაპანდემიის გამო წელს იცვლება ის სტანდარტი, რომელიც აქამდე არსებობდა. პროცესი წარიმართება სატელევიზიო ფორმატში. განსხვავებული იქნება სავარაუდოდ წინასაარჩევნო კამპანიაც. ასევე იქნება გარკვეული სიახლეები არჩევნების დღეს. საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ, უბნებზე სავალდებულო იქნება 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა. თუმცა მანამდე ქვეყანამ ჯერ კიდევ არ იცის დაზუსტებით რა მოდელით ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რამდენი მაჟორიტარული ოლქი დარჩება. ასევე უცნობია რა კონფიგურაციით მიიღებს ოპოზიცია მონაწილეობას არჩევნებში. "ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილ პარტიებს შორის რაზეც იქნება კონსესუსი, შეძლებენ, თუ არა პარტიები ან პარტიების ნაწილი მაინც, საერთო კანდიდატებზე შეჯერებას. უკვე დაიწყო საუბარი, რომ არსებობს მეორე გეგმაც, რომლის თანახმადაც პარტიების ნაწილი საკუთარ კანდიდატებს დააყენებს ოლქებში მაგრამ მეორე ტურის შემთხვევაში, მხარს დაუჭერს იმ კანდიდატს, რომელიც მმართველი ძალის პირისპირ აღმოჩნდება.