18 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
კორონავირუსის გამო დაწესებული ჯარიმების გამკაცრებაზე პარლამენტმა მუშაობა დაიწყო

კორონავირუსის გამო დაწესებული ჯარიმების გამკაცრებაზე პარლამენტმა მუშაობა დაიწყო. რამდენი ლარით დაჯარიმდებით, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე მიხვალთ - ამ საკითხზე გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა და ჯანდაცვის კომიტეტებმა უნდა მიიღონ.

მმართველი გუნდის ინიციატივის დაჩქარებული წესით შემუშავება კოლეგებს გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ დაავალა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა ახლა, როცა შეზღუდვები მოხსნილია - კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

ახალ კანონპროექტზე ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჯარიმები მაქსიმალურად გონივრული უნდა იყოს და ამავდროულად საზოგადოებაზე ორიენტირებულიც

"ჯარიმები, რომელიც საქართველოში მოქმედებდა ზედმეტად მაღალი იყო. ამის კიდევ უფრო გამკაცრება არ არის ის ჰუმანური და გონივრული მიდგომა, რომელიც სჭირდება საზოგადოებაზე ორიენტირებულ შედეგებს. რაც შეეხება ბატონი არჩილის განცხადებას, მეც და არჩილიც არ ვემორჩილებით პირბადეების ტარებას პლენარული სხდომების ფორმატში," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე, მარიამ ჯაში. 

დიმიტრი ცქიტიშვილი კი აცხადებს, რომ ამ ჯარიმებმა ხალხის შეშინება არ უნდა გამოიწვიოს და პირიქით, მთავრობას ისეთი მიდგომა უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, რომ მათ დარღვევის სურვილი არ გაუჩნდეთ. 

"ჯარიმა, რომელიც დადგენილი იქნება, გონივრული უნდა იყოს. მისი ამოცანა უნდა იყოს არა ხალხის შეშინება, არამედ პრევენცია და ისე მიდგომა, რომ მათ დარღვევის სურვილი არ გაუჩნდეთ. რაც შეეხება უკვე არსებულ ჯარიმებს, თუ ისინი არ განულდება მნიშვნელოვნად მაინც უნდა შემცირდეს და ადეკვატური უნდა იყოს,"- აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი. 

დღის ამბები