18 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
არ მინდა მონაწილეობა მივიღო აბსურდში, მანამდე რასაც ერთად ვაკეთებდით ეწინააღმდეგება ყველაფერს - იაგო ხვიჩია 

”ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ გარკვეული პარტიები, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში არიან ჩართული, როტორიკას ცვლიან. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ლეიბორისტების ოფისში მოლაპარაკების მაგიდასთან საკუთარ მიზნებით მიდიოდა და მთავარი იყო პოლიტიკური მიზანი- საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დაშლა. 

"ლეიბორისტების ოფისში ვინც დავიდიოთ, ისინი დავდიოდით პროპორციული არჩევნების მისაღებად. პროპორციული არჩევნები მივიღეთ, ანუ, არსებითად პროპორციული, დარჩა 30 მაჟორიტარი. თუ ჩვენ გულწრფელი ადამიანები ვართ საკუთარ ზრახვებში და იქ თუ დავდიოდით გულწრფელად იმისთვის, რომ მიგვეღო პროპორციული არჩევნები. პროპორციული არჩევნები რანაირად გამოდის, იქ სადაც ჩვენ გვაქვს გადასაწყვეტი 30 მაჟორიტარის ამბავი, პროპორციულად ვანაწილებთ? ის სქემა, რა სქემაც არის შემოთავაზებული და გაჟღერებული, პროპორციულია? მაგალითად, პარტიას, რომელსაც 5% აქვს, ამ პროპორციით რამე შეხვდება?

მოლაპარაკების მაგიდაზე მე ჩემი მიზნით დავდივარ, მე მაქვს ესეთი მარტივი მიზანი. ჩემი პოლიტიკური მიზანია საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დაშლა და აქედან ადამიანური მართლმსაჯულების სისტემის აწყობა. მე არ მინდა საბჭოთა კავშირში ცხოვრება,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ თანდათან, მოლაპარაკებების ფორმატს აზრი ეკარგება.

"მოლაპარაკებების მაგიდა პროპორციული არჩევნების მიღების შემდეგ, ისედაც დასატოვებელი იყო. იქ ხალხი ძირითადად დადიოდა მაჟორიტარებზე შესათანხმებლად. უცბად ის ხალხი, რომელიც აქამდე ამაზე დადიოდა, იძახის, რომ ჩვენ პირველ ტურზე არ უნდა შევთანხმდეთ, მეორე ტურზე უნდა შევთანხმდეთ და მე მგონი, მე კი არ უნდა დავტოვო, უბრალოდ აზრი ეკარგება მაგ ფორმატს. მე არ მინდა მონაწილეობა მივიღო აბსურდში, სადაც ადამიანები მეუბნებიან, თითქოს ყველაფერი ლოგიკურია, ესეც უნდა ხდებოდეს, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, მანამდე რასაც ერთად ვაკეთებდით,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ

დღის ამბები