18 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
30-წლიანი ბლა-ბლა აღარ უნდა იყოს.. არ მგონია, რომ ვეძებდეთ ვინმე დიმიტრი გელოვანს - თაკო ჩარკვიანი გიორგი ვაშაძის შესაძლო პრემიერობაზე

ინიციატივა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციამ საერთო კანდიდატს, გიორგი ვაშაძეს დაუჭიროს მხარი პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანს ეკუთვნის.

თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ის გაოცებულია იმპერატიული ტონით, რომელიც ოპოზიციის ლიდერების მხრიდან მოისმინა.

თაკო ჩარკვიანისთვის გაუგებარია რატომ დაიბლოკა გიორგი ვაშაძის კანდიდატურა.

"საერთოდ გამიკვირდა ეს ცოტა იმპერატიული ტონალობა, რომელიც მგონია, რომ ქართულ პოლიტიკას საერთოდ უნდა მოვაცილოთ. ეს იმპერატიულობა არის, რომელსაც ოპოზიციის წინააღმდეგ ყოველთვის იყენებენ. მე მინდა, რომ ეს - ძალა ერთობაშია შენარჩუნდეს.

30-წლიანი ბლა-ბლა, ის რომ ხალხი თამაშგარე მდგომარეობაშია დატოვებული, პარტერში ჩატოვებული, მაყურებულის როლში აღარ უნდა იყოს. ხალხი უნდა მონაწილეობდეს იმ კვლევაში და პრაიმერში. მე არამგონია, რომ ვეძებდეთ ვინმე დიმიტრი გელოვანს, ასე არ გვაქვს საქმე. მე ვიფიქრე ასეთი რამ, რადგან სააკაშვილმა მაშინ დაასახელა 2018 წელს იმიტომ, რომ მას გამოცდილი ჰყავდა ეს ახალგაზრდა კაცი რეფორმებში. ევროპაში ცნობილ პროექტს უკავშირდება მისი სახელი და გვარი," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ეყოლება, თუ არა ოპოზიციას კოალიციური მთავრობის შემთხვევაში ერთიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელზეც იქნება სრული კონსენსუსი. ეს საკითხი ამ ეტაპზე ბუნდოვანია - ოპოზიციაში ამბობენ, რომ თემაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა კონკრეტული განცხადებები უკვე კეთდება. პირველი ვისი სახელიც გაჟრერდა გიორგი ვაშაძეა - თუმცა ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ეს კანდიდატურა არ განიხილება არც ახლა და არც მომავალში.

დღის ამბები